TBC ბანკის საქმე

ჯაფარიძე: შინაარსს მოკლებულია ის დევნა, რომელიც 3 წელია ჩვენ წინააღმდეგ მიმდინარეობს

დღეს არის ბოლო სხდომა, სადაც ჩვენი ადვოკატები კიდევ ერთხელ აჩვენებენ საზოგადოებას, მოსამართლეს და ყველას, თუ რამდენად აბსურდული და ყოველგვარ შინაარსს მოკლებულია. ყოველგვარ მიზეზს მოკლებულია ის დევნა, რომელიც მიმდინარეობს სამი წლის განმავლობაში ჩვენ წინააღმდეგ. შემდეგ გვექნება ჩვენი სიტყვა, ამის შემდგომ მოსამართლე უნდა გავიდეს გადაწყვეტილების გამოსატანად, რომელიც სავარაუდოდ, ორი კვირის განმავლობაში გამოცხადდება. 

ამბობს ლელოს ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე TV პირველის ეთერში. დღეს, 16 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელის დასკვნითი პროცესი გაიმართება. 

კომენტარები