TBC ბანკის საქმე

ვატო წერეთელი პროცესის ჩანიშვნაზე: 71 წლის კაცით დაიწყეს შანტაჟი ჩემი და ჩემი არხის

ახლა 71 წლის კაცით დაიწყეს პირდაპირი შანტაჟი ჩემი და ჩემი არხის. მინდა, ვუთხრა ამ ხალხს, რომ გამორიცხულია, ძალიან ბევრი რამე დავკარგე, რომ ეს ტელევიზია ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის დღეს. ამიტომ, მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს, ვის ტვინშიც კაგებეშნიკური შანტაჟები იხარშება, ამ არხს ნამდვილად ვერ დააჩოქებენ. ისევ ისე ძალიან ბევრი კრიტიკული გადაცემა გავა, ძალიან ბევრი მწვავე კითხვა დაისმევა, ძალიან ბევრი საგამოძიებო სიუჟეტი მომზადდება, რომელიც შეეხება ამ ადამიანების კორუფციულ საქმეებს, ფულის გათეთრებებს, კრიმინალს. პირდაპირი იერიშია ამ არხზე, რომ გააჩუმონ და დააჩოქონ

ასე ეხმიანება TV პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი სასამართლო პროცესის ჩანიშვნას. მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი  2 ივლისს ჩაინიშნა. 

კომენტარები