ნარკოდანაშაული

შსს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოვიღეთ – დაკავებულია 4 ადამიანი

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რამდენიმე ქალაქში განსაკუთრებით დიიდ ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკი ამოიღეს და ოთხი ადამიანი დააკაევს - 1968 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი ჯ.ა, 1983 წელს დაბადებული ბ.გ,1985 წელს დაბადებული ლ.ხ. და 1980 წელს დაბადებული მ.კ.

"მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბ.ზ. მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ფსიქოტროპული ნივთიერება და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 30 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი. 

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა კიდევ ერთი ბრალდებული ბ.გ. თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს. სამართალდამცველებმა, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 1 შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება". - წერია განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი ადამიანი, ლ.ხ ზუგდიდში დააკავეს - მისი სახლის ჩხრეკისას კი 41 აბი სუბოქსინი, 3 შეკვრად დაფასოებული სუბოქსინის აბის ნატეხები და სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს. ზუგდიდში დააკავეს მ.კ.-ც, რომლის პირადი ჩხრეკისას, შსს-ს ცნობით, 9 შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტადონი ამოიღეს. 

უწყების ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები