კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე ომიკრონზე: ვირუსს ვერ იჭერს საზღვრები, გამოჩნდება რაღაც დროს

კვლევა მიმდინარეობს, ყველა ლაბორატორიას აქვს პროტოკოლი ჩვენს მიერ დაგზავნილი, იქ სადაც ესგენზე უარყოფითი ნიმუშებია, ისინი იგზავნება ლუგარში სეკვენირებისთვის. გაკეთდა საკმაო რაოდენობა სეკვენირება, ჯერჯერობით ომიკრონი არ ჩანს.

ვირუსს ვერ იჭერს საზღვრები, გამოჩნდება რაღაც დროს. უკვე დღევანდელი მონაცემით 63 ქვეყანაშია. სამწუხაროდ, სიკვდილი დაფიქსირდა გაერთიანებულ სამეფოში. ბრიტანელები უკვე პროგნოზს იძლევიან, რომ მალე ომიკრონი დელტა შტამს ჩაანაცვლებს იქ.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, COVID-19-ის ახალი შტამი, ომიკრონი დელტა ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდებია და სწრაფად ვრცელდება. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, ომიკრონი შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.

კომენტარები