საგარეო ვაჭრობა

2021 წლის ნოემბერში საქართველოს ექსპორტი 42.7%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 40.6%-ით

earth.com

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1 443.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 41.2%-ით მეტია.

იმპორტმა ნოემბერში 1.01 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 40.6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებაზე, ექსპორტმა კი 428.9 მლნ აშშ დოლარი, რაც მიმდინარე წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და 42.7%-ით მეტია 2020 წლის ნოემბრის ექსპორტზე.

მთლიანად, მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 828.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 25.2% მეტია. აქედან, ექსპორტი 3 822.3 მლნ აშშ დოლარი იყო (26.7%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 9 006.0 მლნ აშშ დოლარი (24.5%-ით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-ნოემბერში 5 183.6 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4% შეადგინა

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს საქსტატი მიმდინარე წლის 20 დეკემბერს გამოაქვეყნებს.

კომენტარები