ქართული ოცნება

კახა კალაძე: გვიყვარდეს ერთმანეთი

ძალიან მსიამოვნებს დღევანდელი საღამო, რადგან გვაქვს შესაძლებლობა ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს სურვილების ჩაფიქრება, ყველაფერი ცუდი, ყველაფერი რთული, რაც იყო 2021 წელს, რა თქმა უნდა, უნდა გავატანოთ წარსულს. ახალი იმედებით, შემართებით, ენერგიით, დიდი სიყვარულით უნდა შევხვდეთ 2022 წელს, წელი, რომელიც იქნება აღმშენებლობის, განვითარების, წარმატების და წინსვლის.

ჩემო მეგობრებო, მტრის და მოყვასის სიყვარული ჩვენი კულტურის, ისტორიის, ჩვენი რელიგიის ნაწილია, ამიტომ, მინდა ყველას გთხოვოთ, მეტი სიყვარული, მეტი პატივისცემა, დღეს ყველაზე მეტად რაც გვაკლია და რაც პრობლემას წარმოადგენს ეს არის გაუცხოება. ამიტომ, უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი პატივისცემა, გვიყვარდეს ერთმანეთი. და ერთად, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ, რომ თითოეულმა ამ ქვეყანაში მცხოვრებმა ადამიანმა იგრძნოს კეთილდღეობა საკუთარ თავზე და საკუთარ ოჯახზე.

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები