ქართული ოცნება

კუჭავა ოლსონზე: აქვთ უფლება, მსგავსი წუხილები გამოთქვან, რომელსაც სრულიად ვიზიარებ

ერიკა ოლსონის განცხადებას თუ მოუსმენდით, ძალიან ბევრი პოზიტიური და მნიშვნელოვანი მესიჯი იქნა გაჟღერებული ორი ქვეყნის ურთიერთობებს შორის. რა თქმა უნდა, იყო წუხილებიც, რომელიც კონკრეტულად ეხებოდა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ პოზიციებს, რომელიც ადრეც მოგვისმენია.

ძალიან მნიშვნელოვანია და იქვე, მისი მხრიდან იქნა აღნიშნული, რომ მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები ვართ. ამიტომ, აქვთ მათ უფლება, რომ მსგავსი წუხილები გამოთქვან, რომელსაც სრულიად ვიზიარებ.

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ერიკა ოლსონის განცხადებაზე. ოლსონის თქმით, აღელვებთ, რომ "მთავრობის ქმედებებმა ზოგ დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხარა".

კომენტარები