დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

პუტინი: შეუძლებელია, არ გვაშფოთებდეს NATO-ში უკრაინის გაწევრიანების შესაძლო პერსპექტივა

შეუძლებელია, ჩვენ არ გვაშფოთებდეს NATO-ში უკრაინის გაწევრიანების შესაძლო პერსპექტივა, რადგან ამას, უდავოდ, მოჰყვება ჩვენთვის საფრთხის შემცველი სამხედრო კონტინგენტების, ბაზებისა და იარაღების განლაგება. 

ჩვენ ამაზე საჯაროდ მუდმივად ვლაპარაკობდით და ვაფრთხილებდით ჩვენს პარტნიორებს, რომ [NATO-ს გაფართოება] ჩვენთვის მიუღებელია. 

რუსეთს აქვს მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკა, მაგრამ მას თავისი უსაფრთხოების დაცვის უფლებაც აქვს. 

თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საბერძნეთის პრემიერმინისტრთან გამართულ შეხვედრაზე. 

კომენტარები