ქართული ოცნება

კალაძე ოპოზიციას: ისეთი ცხვირჩამოშვებულები დარჩებით, როგორიც გასული 4 წელი იყავით

თქვენ უტიფარი, ურცხვი ძალის წარმომადგენლები ხართ და, როგორც ჩანს, ყოველთვის ასეთებად დარჩებით. ეს ხალხი ითხოვთ ჩვენგან, ვიყოთ იდეალურები. მე ძალიან მარტივად გიპასუხებთ ამაზე - დიახ, ჩვენ, შეიძლება, იდეალურები არ ვართ, მაგრამ ოპტიმალურები ვართ ამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კონტექსტში. სანამ არსებობს თქვენი მსგავსი დესტრუქციული პოლიტიკური ძალა, სამწუხაროდ, იდეალური არაფერი იქნება ამ ქვეყნის პოლიტიკაში. თქვენ შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, განაგრძოთ დესტრუქცია, ყოველდღე მოიგონოთ ახალი ტყუილი, ყოველდღე ეცადოთ, რომ ადამიანები დაარწმუნოთ, თითქოს ქვეყანა იქცევა, თითქოს, დღეს თუ არა, ხვალ რევოლუციას უეჭველად მოაწყობთ და თქვენს ლიდერს, მეგის ქარდავას გაათავისუფლებთ ციხიდან, ეს თქვენი საქმეა, რომლისგანაც, გარწმუნებთ, არაფერი გამოგივათ, როგორც არ გამოვიდა გასული 8 წლის მანძილზე. 

ყოველთვის იცოდეთ, რომ რევოლუციები, გადატრიალებები და დაპირისპირებები ყოველთვსი მარცხისთვის იქნება განწირული, როგორც ეს ამ წლების განმავლობაში ხდებოდა. ჩვენ კი, რა თქმა უნდა, მეგობრებო, გავაგრძელებთ საქმის კეთებას თბილისისა და თბილისელების უკეთესი მომავლის შენებას და ამაში, რამდენსაც არ უნდა ეცადოთ, ხელს მაინც ვერ შეგვიშლით. ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც დავპირდით მოსახლეობას, ოღონდ, გავაკეთებთ თქვენი მონაწილეობის გარეშე, როგორც გასული 4 წლის მანძილზე ხდებოდა. როგორც მაშინ ვერ შეგვიშალეთ ხელი, ახლაც ნამდვილად არაფერი გამოგივათ. მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ ისეთივე ცხვირჩამოშვებულები, იმედგაცრუებულები და ძალგამოცლილები დარჩებით, როგორიც გასული 4 წლის მანძილზე იყავით. 

მიმართავს თბილისის მერი, კახა კალაძე ოპოზიციას.

კომენტარები