ნიკა მელიას საქმე

ბოკერია: ყველა რეპრესიული ნაბიჯი მელიას წინააღმდეგ შეფასდება უფრო მწვავედ, ვიდრე აქამდე

ეს არ ხდება პირველად, ამ რეჟიმის ტრადიციული მეთოდია ამ ტიპის გამოძიებები. ყველამ
იცის, რომ აქ არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს, პოლიტიკური წნეხის და პროპაგანდის
სხვადასხვა ფორმით ინსტრუმენტია წლებია ასე უტიფრად გამოყენება, დღეს სუსის ფუნქცია არა ქვეყნის დაცვა, არამედ ის პოლიტიკური მანიპულაციებია, რასაც ახლა ვხედავთ, რაც შეეხება იმას თუ რა მოხდება, ამის პროგნოზი შეუძლებელია ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, შეიძლება სულმა წასძლიოს და კიდევ ძალის დემონსტირება მოახდინოს.

ყველა შემთხვევაში ყველა რეპრესიული ნაბიჯი მელიას წინააღმდეგ იქნება შეფასებული ძალიან მწვავედ, იმაზე მწვავედ ვიდრე ეს აქამდე მოხდა, როგორც კიდევ ერთი მსხვილი პოლიტიკური დევნილის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, ეს იქნება შედეგი.

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ "კონკრეტული განცხადებების ირგვლივ" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იბარებენ. 

კომენტარები