საფრანგეთი

საფრანგეთის პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატ ზემურს კამპანიისას თავს დაესხნენ [VIDEO]

საფრანგეთის პრეზიდენტობის ულტრამემაჯვენე კანდიდატს, ერიკ ზემურს კამპანისას თავს დაესხნენ.  

თავყრილობისას 63 წლის პრეზიდენტობის კანდიდატი სცენისკენ მიდიოდა და მხარდამჭერებს ესალმებოდა, როდესაც ერთ-ერთმა დემონსტრანტმა კისერში ხელი ჩაავლო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ზემურს მაჯა დაუზიანდა და ექიმის რეკომენადაციით, სასურველია 9 დღე დაისვენოს. 

10 000-მდე ადამიანი ერიკ ზემურის მოსასმენად შეიკრიბა, პარალელურად კი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის წინააღმდეგ ქალაქში პროტესტი მიმდინარეობდა. პოლიციამ რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავა. 

ინციდენტის შემდეგ კანდიდატმა მომხრეებს მიმართა: "თუ ამ არჩევნებში გავიმარჯვებ, ეს არ იქნება უბრალოდ ძალაუფლების ცვლა, მე დავუბრნებ საფრანგეთს მსოფლიოში საუკეთესო ქვეყნის სტატუსს”. ზემურის პარტიის სახელი რეკონკისტა იქნება, რაც მისივე განმარტებით, ისტორიულ მოვლენას - ქრისტიანების მიერ პირენეს ნახევარკუნძულიდან მუსლიმთა განდევნას,  უკავშირდება. 

ფრანგმა ულტრამემარჯვენე ჟურნალისტმა, ერიკ ზემურმა 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საკუთარ კანდიდატურა დააყენა და შეუერთდა ოპოზიციონერთა იმ ფართო ჯგუფს, რომელსაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის დამარცხება სურს.  

წინაასარჩევნო გარემოში ყოფილმა ჟურნალისტმა ანტი-მიგრანტული ექსტრემისტული პოზიციითა და პოლარიზებული საუბრით მედიის ყურადღება მიიპყრო. რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებმა ერიკ ზემური მარსელში ხმაურიანი ვიზიტისას დააფიქსირეს, როცა ის ოპონენტ პროტესტის მონაწილეებს შუა თითს უჩვენებდა. 

ზემურმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ Youtube-ვიდეოში ისაუბრა, სადაც ხაზი გაუსვა ქვეყნის ღირსების აღდგენის აუცილებლობას. 

"საფრანგეთში რეფორმების დრო აღარაა, საჭიროა, გადავარჩინოთ ის". - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

წინასწარი კვლევების მიხედვით, აპრილში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მაკრონი და ეროვნული ფრონტის ლიდერი ლე პენი დაუპირისპირდებიან და, საბოლოოდ, თანამდებობას ემანუელ მაკრონი შეინარჩუნებს.

კომენტარები