საფრანგეთი

ულტრამემარჯვენე ერიკ ზემური საფრანგეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის

ფრანგმა ულტრამემარჯვენე ჟურნალისტმა, ერიკ ზემურმა 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საკუთარ კანდიდატურა ააყენა და შეუერთდა ოპოზიციონერთა იმ ფართო ჯგუფს, რომელსაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის დამარცხება სურს.  

წინაასარჩევნო გარემოში ყოფილმა ჟურნალისტმა ანტი-მიგრანტული ექსტრემისტული პოზიციითა და პოლარიზებული საუბრით მედიის ყურადღება მიიპყრო. რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებმა ერიკ ზემური მარსელში ხმაურიანი ვიზიტისას დააფიქსირეს, როცა ის ოპონენტ პროტესტის მონაწილეებს შუა თითს უჩვენებდა. 

ზემურმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ Youtube-ვიდეოში ისაუბრა, სადაც ხაზი გაუსვა ქვეყნის ღირსების აღდგენის აუცილებლობას. 

"საფრანგეთში რეფორმების დრო აღარაა, საჭიროა, გადავარჩინოთ ის". - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

წინასწარი კვლევების მიხედვით, აპრილში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მაკრონი და ეროვნული ფრონტის ლიდერი ლე პენი დაუპირისპირდებიან და, საბოლოოდ, თანამდებობას ემანუელ მაკრონი შეინარჩუნებს.

კომენტარები