საქართველო-ჩინეთი

ჩინეთიდან საქართველოში პირველი რეგულარული სატვირთო მატარებელი გამოემგზავრა

ჩინეთიდან, განსუს პროვინციის ქალაქ უვეიდან 4 დეკემბერს საქართველოს მიმართულებით პირველი რეგურალური სატვირთო მატარებელი გაემგზავრა. თბილისში ტვირთი 10-12 დღეში ჩამოვა. აღნიშნული სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვები რეგულარული იქნება როგორც საქართველოს, ასევე ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებით.

ჩინეთიდან საქართველოში პირველი სატვირთო მატარებლის გამგზავრებასთან დაკავშირებულ ცერემონიას ესწრობოდა საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია. ელჩმა ხაზი გაუსვა პროექტის სტრატეგიულ მინშნელობას, რაც ხელს შეუწყობს ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპრტო დერეფნის განვითარებას და საქართველოს, როგორც სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოგისტიკური რეგიონული ჰაბის პოზიციონირებას.

კომენტარები