5 ივლისის ძალადობა

კალაძე: რატომ გაქვთ აგრესია ჯვართან? ძუნძგლიანი კარვების აღებაზე კითხვა არ დაგისვამთ

რატომ გაქვთ ეგეთი აგრესია ჯვართან? ქრისტიანები ვართ, მართლმადიდებლები ვართ, რატომ გაქვთ ეგეთი აგრესია? არ მახსოვს თქვენი მხრიდან, მოსულიყავით და დაგესვათ ჩემთან შეკითხვა, როდესაც ის ძუნძგლიანი კარვები იყო და აყროლებული ჰქონდათ რუსთაველი. არასდროს არ მოსულხართ და არ დაგისვამთ სშეკითხვა, რატომ არ ვიღებთ კარვებს. 

რომ არ არის კარვები და ჯვარი ერთი და იგივე, ზუსტად იმიტომ უნდა იყოს ჯვარი იქ.

ასე პასუხობს თბილისის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას პარლამენტის წინ აღმართულ ჯვარზე, რომელიც 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს პუტინისტმა ორკებმა დადგეს. მერიის ინფორმაციით, ჯვარი დარჩება, სანამ მერია ახალ პროექტს არ განახორიცელებს. კალაძე ამბობს, რომ პროექტი საპატრიარქოსთან ერთად დაიგეგმება

კომენტარები