მწვანე პასპორტი

იტალიაში მამაკაცმა მწვანე პასპორტის მისაღებად სილიკონის მკლავის გამოყენება სცადა

იტალიაში გამკაცრებული რეგულაციების გამო, მამაკაცი კორონავირუსის ვაქცინის გასაკეთებლად ხელოვნური ხელით მივიდა. დაახლოებით 50 წლის მამაკაცმა აცრის გვერდის ავლით მწვანე პასპორტის ასაღებად, სილიკონის ხელის გამოყენება სცადა. შემთხვევა პიედმონტის რეგიონში, ქალაქ ბიელაში მოხდა.

როგორც ექიმმა ადგილობრიც მედიას განუცხადა, სილიკონის ხელი ერთიშეხედვით რეალურს ნამდვილად ჰგავდა, თუმცა კანი ზედმეტად ცივი და რეზინის მსგავსი იყო. ამასთან ერთად, ზედმეტად ღია ფერის იყო პიგმენტაციაც. მისი თქმით, მამაკაცმა გეგმის ჩაშლის შემდეგ, მას მომხდარზე თვალის დახუჭვა სთხოვა, მაგრამ ექიმმა პოლიციას მიმართა.

იტალიაში გამკაცრებული რეგულაციები ძალაში 6 დეკემბერს შედის, რომლის მიხედვითაც კულტურული და რეკრეაციული სივრცეები ხელმისაწვდომი მხოლოდ აცრილი და ახლო წარსულში კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის იქნება.

კომენტარები