საკითხის შინაარს თავი რომ დავანებოთ, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებისთვის, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ იყოს თავისუფალი სამყაროს ნაწილი და ჩვენნაირი საფრთხეების მქონე ქვეყნისთვის, რომლისთვისაც სასიცოცხლო მნიშნელობა აქვს, რომ აშშ-სთან ჰქონდეს ურთიერთობა, თავისუფალ სამყაროსთან დაახლოება მოხდეს, ნაბიჯების გადადგმა სჭირდება ნატოს წევრობისა და უსაფრთხოების გარანტიისკენ, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ თემაზე ამერიკის ელჩთან ამ ტიპის პინგ-პონგი კატასტროფაა. ეს არ უნდა დაუშვა, მნიშვნელობა არ აქვს საკითხის შინაარსს.
[...] პასუხი, რომ აშშ არის ერთპარტიული მმართველობა, ნიშნავს უტიფრობას, უცოდინრობას და სიბნელეს. აშშ არის ქვეყანა, სადაც ნახევარს ან მეტს მუდმივად ცენტრალური მთავრობისგან ოპოზიციაში მყოფი პარტიის გუბერნატორი და იმ შტატების ხელისუფლება აკონტროლებს.