საარჩევნო რეფორმა

დეგნანი: ყველაფრის ერთი პარტიის მიერ მართვა უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს აჩენს

როგორც ჩანს, ზოგს არ ესმის, რომ დემოკრატიას სჭირდება შეხედულებათა სხვადასხვაობა. ერთი პარტიის მიერ ყველაფრის მმართველობა, ამის წინააღმდეგ მოქმედებს, იქმნება უმრავლესობი ტირანიის საფრთხე. 

საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერი შეთანხმდა, რომ დაბალი [ხმების] ბარიერი პოზიტიური რამ იყო. ამაზე საუბარი იყო საარჩევნო რეფორმის მოლაპარაკებების დროს, ასევე, როგორც შეთანხმებული იყო 19 აპრილის შეთანხმებაში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი დადებითი შედეგი იყო ის, რომ 9 განსხვავებულმა პარტიამ პარლამენტში შესვლა შეძლო. თუ ახლანდელი 5%-იანი ბარიერი შენარჩუნდება, სავარაუდოდ, მომდევნო არჩევნებში ბარიერს 2-3 პარტია გადალახავს. ეს არაა მიმართულება მეტი განსხვავებულობისკენ და მრავალფეროვნებისკენ, რომელიც პარლამენტში ქართველების შეხედულებების წარმოჩენის საშუალებას მოიცემა. ეს ასევე ისაა, რისი რეკომენდაციაც საქართველოს საერთაშორისო ექსპერტებმაც მისცეს. სამწუხარო იქნება, თუ ვერ შესრულდება ის, რაზეც ყველა პარტია მმართველი, პარტიის ჩათვლით, შეთანხმდა, რომ საქართველოსთვის დადებითი ნაბიჯი იქნებოდა.

თქვა ჟურნალისტებთან აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

კომენტარები