ვაქცინაცია საქართველოში

ტიკარაძე საპატრიარქოზე: დიდი მხარდაჭერაა ჩვენთვის, რომ [აცრას] არ ზღუდავენ

მე ვთვლი, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა ვაქცინაციის მოწოდებები უნდა გააკეთონ. ეს კონკრეტული ორგანოებია დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ განცხადებებს, ვინაიდან, ნებისმიერ განცხადებასა და პროფესიულ საკითხებთან მიმართებაში შეგვიძლია გავაკეთოთ კომენტარი და ავხსნათ ეს მოვლენები.

რაც შეეხება, საპატრიარქოს განცხადებას, ვთვლი, რომ არის ძალიან გონივრული. ის, რომ ისინი ამას [აცრას] არ ზღუდავენ, უკვე არის ძალიან დიდი მხარდაჭერა და დახმარება ჩვენთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე თვეში შეიძლება მოწოდებებზეც გადავიდეთ.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 

28 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომ აცრას არ აქვს რელიგიური დატვირთვა, ამიტომ დაუშვებელია სასულიერო პირმა რელიგიური მოტივით მორწმუნეებს აუკრძალოს ამ პროცედურის ჩატარება ან შეუზღუდოს ზიარება იმის გამო, რომ ისინი აიცრნენ​.

კომენტარები