Twitter

Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს

Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ტოვებს. მას Twitter-ის ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პარაგ აგრავალი ჩაანაცვლებს.

"გადავწყვიტე დავტოვო Twitter-ი, რადგან მჯერა, რომ კომპანია მზადაა დამფუძნებლების გარეშე გააგრძელოს მუშაობა" - თქვა დორსიმ. მას არ დაუზუსტებია დეტალები, რის გამოც თანამდებობას ტოვებს.

დორსი ასევე Square-ის, ციფრული გადახდების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია. ის Twitter-ის დირექტორთა საბჭოს წევრი ვადის ამოწურვამდე, 2022 წელს კომპანიის აქციების მფლობელთა შეხვედრამდე, იქნება. 

Twitter-ში მუშაობის დაწყებამდე პარაგ აგრავალი AT&T-ში, Microsoft-სა და Yahoo-ში კვლევით პროგრამებში მონაწილეობდა. Twitter-ში მუშაობისას ის ხელმძღვანელობდა პროექტებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მომხმარებლებისთვის მათთვის საინტერესო კონტენტის მიწოდებაზე იყო ორიენტირებული.

ჯეკ დროსის თქმით, "იმის გათვალისწინებით, როგორ სიღრმისეულად ესმის კომპანია და მისი საჭიროებები"
აგრავალის კომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშნა მისი არჩევანია.

გასულ წელს Twitter-ის აქციების მფლობელი ერთ-ერთი კომპანია Elliott Managment-ი ჯეკ დორსისგან აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დატოვებას ითხოვდა. Eliott Managment-ის დამფუძნებლის პოლ სინგერი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა, რამდენად სწორი იყო, რომ დორსის ერთდროულად Twitter-ის და Square-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობდა იკავებდა. თუმცა საბოლოოდ Eliott Managment-მა Twitter-თან შეთანხმება მოახერხა.

დორსიმ პარტნიორებთან ერთად Twitter-ი 2006 წელს დააფუძნა და მისი აღმასრულებელი დირექტორი 2008 წლამდე იყო. თუმცა ის თანამდებობაზე 2015 წელს დაბრუნდა, როცა ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა დიკ კოსტოლომ პოსტი დატოვა.

კომენტარები