კანიე უესტი

კანიე უესტი კიმ კარდაშიანზე: ღმერთი შეგვარიგებს

XXL Mag

ამერიკელმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა, კანიე უესტმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც კიმ კარდაშიანთან შერიგების სურვილზე ილაპარაკა. რეპერის აზრით ღმერთი მას ყოფილ ცოლთან შეარიგებს.

"ღმერთს სურს გამოვისყიდოთ შეცდომები, რომლებიც ურთიერთობაში დავუშვით. ჩვენ დავუშვით შეცდომები, მე დავუშვი შეცდომები. მე საჯაროდ მოვიქეცი ისე, როგორც ქმარს არ შეეფერება, მაგრამ აქ ვარ, მიკროფონით ხელში, რათა გამოვასწორო შეცდომები. თუ მტერს შეუძლია დააშოროს კიმიე(სახელების, კიმის და ქანიეს აბრევიატურა), მილიონობით მეოჯახე ადამიანი იფიქრებს, რომ დაშორება ნორმალურია. მაგრამ როდესაც ღმერთი კიმიეს შეარიგებს, მილიონობით ოჯახი ურთიერთობის შესანარჩუნებლად საკუთარ თავში ძალას იპოვის". – ამბობს რეპერი.

კანიე უესტი და კიმ კარდაშიანი 2014 წელს დაქორწინდნენ და 7 წლის შემდეგ 2021 წლის აპრილში განქორწინდნენ. წყვილს ქორწინებიდან ოთხი შვილი ჰყავს. დაშორების შემდეგ უესტმა მეათე სტუდიური ალბომი Donda გამოუშვა, რომელშიც რამდენიმე ტრეკი ყოფილ ცოლს მიუძღვნა. ალბომის პრემიერას კარდაშიანიც დაესწრო. სატელევიზიო ვარსკვლავმა კომიკოს პიტ დევიდსონთან ურთიერთობა მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყო, ყოფილი ქმრის ვიდეოპოსტზე კარდაშანს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.

 

კომენტარები