ცნობილი ადამიანები

კიმ კარდაშიანმა და კანიე ვესტმა განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს

კიმ კარდაშიანმა და კანიე ვესტმა თითქმის 7-წლიანი ქორწინების შემდეგ სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით მიმართეს.

სასამართლოში მოთხოვნა კიმ კარდაშიანმა გუშინ, 19 თებერვალს შეიტანა.

თავდაპირველად, წყვილის განქორწინების შესახებ უცხოურ მედიაში 2021 წლის იანვარში დაიწერა, თუმცა მაშინ ეს ამბავი ოფიციალურად არავის დაუდასტურებია.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა განქორწინების მიზეზი.

კიმ კარდაშიანმა და კანიე ვესტმა ურთიერთობა 2012 წელს დაიწყეს, პირველი შვილი კი 2013 წელს ეყოლათ. ქორწილი 2014 წელს ფლორენციაში ჰქონდათ. წყვილს ოთხი საერთო შვილი ჰყავს.

კომენტარები