ტყიბული

ტყიბულში მიწის ჩამოშლის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

65 წლის მამაკაცი, რომელიც ტყიბულში კარიერის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, გარდაიცვალა. ის ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. მამაკაცს გულ-მკერდისა და ფილტვების დაჟეჟილობა ჰქონდა.

როგორც ექიმები ამბობდნენ, მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. 

27 ნოემბერს ტყიბულში ქვანახშირის კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც შახტში 2 მოქალაქე იმყოფებოდა. მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

კომენტარები