ტყიბული

"სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება" – ტყიბულში მიწის ქვეშ მოყოლილი კაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ტყიბულში ქვანახშირის შახტში მიწის ქვეშ მოყოლილი კაცის მდგომარეობა მძიმეა. 

65 წლის ვიტალი ტურძილაძე ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება. ექიმ დავით ჯანაშიას თქმით, ის ფილტვებისა და გულმკერდის დაჟეჟილობით, ასევე ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომით შეიყვანეს.

ის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

"მდომარეობა უკიდურესად მძიმეა ამ ეტაპზე. სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება" - აცხადებს ექიმი. 

27 ნოემბერს ტყიბულში ქვანახშირის კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც შახტში 2 მოქალაქე იმყოფებოდა. მასის ქვეშ მოყოლილი ერთი პირი მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს და კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო მეორე გარდაცვლილი ოპოვეს. 

 

კომენტარები