პუტინის რუსეთი

რუსეთის შსს-მ NETFLIX შესაძლოა "LGBT პროპაგანდისთვის" 1 მილიონი რუბლით დააჯარიმოს

Netflix

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქალაქე ოლგა ბარანეცის საჩივარი შევიდა. მიმართვის მიზეზი სტრიმინგის სერვის Netflix-ზე განთავასებული ფილმები და სერიალები გახდა, რომლებიც ბარანეცის აზრით "LGBT პროპაგანდას" ეწევა და არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა 16+.

სამინისტროდან პასუხი 30 დღის განმავლობაში დაბრუნდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უწყებას უფლება აქვს ერთი მილიონი რუბლით დააჯარიმოს კომპანია ან მისი მაუწყებლობა 3 თვით შეზღუდოს.

ჩამონათვალში მოხვდა ფილმი კუზიანი მთა და ამერიკული კრიმინალური ისტორია: ვერსაჩეს მკვლელობა. ორივე პროექტს ასაკობრივი შეზღუდვა 18+ აქვს.

ახლო წარსულში ერთი მილიონი რუბლით დაჯარიმდა მუსიკალური არხი Муз-ТВ. გამოძიების თქმით არხი გადმოსცემდა დაჯილდოებას, რომელზეც რამდენიმე მუსიკოსი "საკუთარი ქცევითა და იერით LGBT პროპაგანდას ეწეოდა".

"LGBT პროპაგანდის" ამკრძალავი კანონი რუსეთის ფედერაციაში 2013 წლიდან მოქმედებს. 

 

კომენტარები