ევროპული საქართველო

ნონიაშვილი სააკაშვილზე: ჩვენთვის ჯერ გაუგებარია, რისთვისაა საჭირო საზოგადოებრივი კომიტეტი

ჩვენთვის, ევროპული საქართველოსთვის ჯერჯერობით გაუგებარია ეს საზოგადოებრივი კომიტეტი როგორ იფუნქციონირებს და ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას, თუ ეს საზოგადოებრივი იქნება, პოლიტიკური პარტიები როგორ მონაწილეობენ თუნდაც. როგორც არ უნდა იყოს, ევროპული საქართველო ყოველთვის აპროტესტებდა ქვეყანაში პოლიტიკურ დევნას და ცდილობდა პოლიტიკური მძევლების დაცვას და მომავალშიც გააგრძელებს პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ ბრძოლას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მძევლობის მიმართაც. 

თუმცა, ჩვენთვის გაუგებარია, რისთვის არის საჭირო რაიმე ტიპის საზოგადოებრივი კომიტეტი იმისათვის, რომ პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ. ევროპული საქართველოს შემთხვევაში წარსულშიც ასე იყო, აწმყოშიც და მომავალშიც ასე იქნება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მიმართაც. 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ნონიაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართვას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ უმჯობესი იქნება, თუ მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფი იმუშავებს.

კომენტარები