აღმოსავლეთ პარტნიორობა

გერმანიის ახალი მთავრობა: საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას უნდა შეეძლოთ EU-სთან დაახლოება

მწვანეთა პარტიის თანთავმჯდომარე​ ანალენა ბაერბოკი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ოლაფ შოლცი და თავისუფალი დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე კრისტიან ლიდნერი
Clemens Bilan/EPA-EFE/Shutterstock

გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისთვის მთავრობის ჩამოყალიბებისთვის მიღწეულ შეთანხმებაში ნათქვამია, რომ გერმანია იმუშავებს ევროკავშირთან და მის წევრებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარებისთვის

მთავრობის ჩამოყალიბებისთვის კოალიციურ შეთანხმებაში ნათქვამია, რომ გერმანია იმუშავებს ევროკავშირთან და მის წევრებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარებისთვის

"ისეთი სახელმწიფოებს, როგორიც არის უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, რომლებიც ისწრაფვიან ევროკავშირის წევრობისკენ, უნდა უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დაუახლოვდნენ [ევროკავშირს] კანონის უზენაესობაზე დამყარებული რეფორმებითა და საბაზრო ეკონომიკით. ჩვენ ვიმოქმედებთ გადაჭრით დემოკრატიული უკუსვლის დროს და დემოკრატიული მოძრაობების მოკავშირე ვიქნებით." – ნათქვამია გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისთვის სამმა პარტიამ, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, მწვანეთა პარტიამ და თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ შეთანხმებას მიაღწიეს. ახალ კოალიციურ მთავრობას სოციალ-დემოკრატების ლიდერი ოლაფ შულცი გაუძღვება და ანგელა მერკელს 16 წლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობაზე ჩაანაცვლებს.

სოცლაილ-დემოკრატიულმა პარტიამ 26 სექტემბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის ქრისტიან დემოკრატიული ალიანსი დაამარცხა. მწვანეთა პარტია მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო თავისუფალი დემოკრატები - მეოთხეზე. არჩევნების შემდეგ სოციალ-დემოკრატებს, მწვანეებსა და თავისუფალ დემოკრატებს შორის კოალიციის ჩამოყალიბებისთვის ორთვიანი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

კომენტარები