გერმანიის არჩევნები 2021

გერმანიის ახალ კოალიციურ მთავრობას ოლაფ შოლცი უხელმძღვანელებს

ოლაფ შოლცი

საპარალამენტო არჩევნებში გამარჯვებული სოციალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ოლაფ შოლცი გერმანიის ახალი კანცლერი იქნება. სოციალურ-დემოკრატიულ პარტიასთან ერთად სამთავრობო კოალიციაში მწვანეთა პარტია და თავისუფალი დემოკრატიული პარტია არიან. 

კლიმატთან დაკავშირებული პრობლემები ახალი კოალიციური შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია. კოალიციამ მიზნად დაისახა 2030 წლამდე ნახშირის გამოყენების შემცირება. გარდა ამისა ახალი მთავრობის მიზანია გერმანიის ტერიტორიის 2%-ის ქარის ენერგიის გამოყენებისთვის გამოიყენონ და მეტი ყურადღება გაამახვილონ . 2030 წლამდე კოალიციას სურს გერმანიაში მოხმარებული ელექტროენერგიის 80% განახლებადი ენერგიით იყოს გამომუშავებული და ქვეყანაში 15 მილიონი ელექტრომანქანა იყოს გამოყენებაში.

გერმანია ევროპის უდიდესი ეკონომიკაა და ახალი მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რეგიონზეც იქონეიბს გავლენას.

პრესკონფერენციაზე ოლაფ შოლცმა თქვა, რომ გერმანიის საგარეო პოლიტიკის საფუძველი ევროპის სუვერენიტეტია. მან ასევე ხაზი გაუსვა საფრანგეთთან და აშშ-სთან პარტნიორობის მნიშვნელობას.

სოცლაილ-დემოკრატიულმა პარტიამ 26 სექტემბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის ქრისტიან დემოკრატიული ალიანსი დაამარცხა. მწვანეთა პარტია მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო თავისუფალი დემოკრატიული პარტია- მეოთხეზე. არჩევნების შემდეგ სოციალ-დემოკრატებს, მწვანეებსა და თავისუფალ დემოკრატებს შორის კოალიციის ჩამოყალიბებისთვის ორთვიანი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

კომენტარები