აღმოსავლეთ პარტნიორობა

ლუკაშევიჩი: აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარებაზე ხისტი რეაქცია გვექნება

freethisworld.com

მოსკოვის დამოკიდებულება აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მიმართ ცალსახად უარყოფითია. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა ისაუბრა.

ლუკაშევიჩის თქმით, რუსეთის რეაქცია ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრი და პრინციპული იქნება. 

"ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალს, თუ როგორ ჩაივლის რიგის სამიტი. თუმცა უკვე ცხადია, რომ ჩვენი რეაქცია ხისტი და პრინციპული იქნება, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, საითკენ მიდის ეს პარტნიორობა და რა ელფერი ეძლევა მას პროგრამის მონაწილე ქვეყნების პოზიციებიდან გამომდინარე. ცხადია, რომ ამ პარტნიორობას მკვეთრად გამოხატული ანტირუსული მიმართულება აქვს",  - განაცხადა ლუკაშევიჩმა.

შეგახსენებთ, მაისში, რიგის სამიტზე ევროპარლამენტარებმა საქართველოსა და უკრაინისათვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

ლუკაშევიჩის განცხადებას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთის პოზიცია მთავრობის პოლიტიკაზე არ იმოქმედებს და ისინი რიგის სამიტისთვის მზადებას გააგრძელებენ.

კომენტარები