გერმანიის არჩევნები 2021

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო

კვირას, 26 სექტემბერს გერმანიაში პარლამენტის ქვედა პალატის ბუნდესტაგის არჩევნები დაიწყო. ამომრჩეველთა საერთო რიცხვი 60.4 მილიონზე მეტია. ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 08:00-ზე დაიწყო და 18:00-ზე დასრულდება.

არჩევნების შედეგებით გადაწყდება, ვინ გახდება გერმანიის შემდეგი კანცლერი.

აღსანიშნავია, რომ ანგელა მერკელის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის პოპულარობა შემცირებულია. წინასაარჩენო გამოკითხვები ვერ იძლევა ცალსახა პროგნოზს, რომელი პარტია გაიმარჯვებს არჩევნებში.

Allensbach Institute-ის გამოკითხვის თანახმად ამომრჩევლის 40% გადაუწყვეტელია.

Politico-ს წინასაარჩევნო რეიტინგის მიხედვით, სოციალურ-დემოკრატიულ პარტიას 25%-იანი მხარდაჭერა აქვს, ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს - 21%, მწვანეთა პარტიას - 15%, თავისუფალ დემოკრატიულ პარტიას და ალტერნატივა გერმანიას 11%, მემარცხენეთა პარტიას Die Linke - 7%.

თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში რეიტინგები რამდენჯერმე შეიცვალა და არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება რთულია.

მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, გამარჯვებულს კოალიციის ჩამოყალიბება მოუწევს და მოსალოდნელია, რომ ამჯერად უმრავლესობის შესაქმნელად სამპარტიანი კოალიცია იქნება საჭირო.

ბუნდესტაგში სულ მცირე 598 მანდატია. ბუნდესტაგის 589 მანდატიდან 299 მაჟორიტარული სისტემით არჩეულ კანდიდატებზე ნაწილდება, ხოლო დანარჩენი 299 პროპორციული სისტემით არჩეულ, პარტიული სიის კანდიდატებზე. პარლამენტში შესვლისთვის პარტიამ 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს.

 

კომენტარები