კორონავირუსი და შეზღუდვები

თურნავა საათობრივი შეზღუდვის მოხსნაზე: ვფიქრობ, ეს ლიბერალიზაცია საკმარისია

რესტორნებთან შეხვედრისას დაისვა საკითხი არამარტო საათობრივი შეზღუდვის მოხსნის, არამედ სხვა შეზღუდვებზე, მაგალითად – ერთ მაგიდასთან 6 ადამიანის ერთდროულად განთავსების თაობაზე. ამ ეტაპზე, ჯკერჯერობით, ეს ნაწილი უცვლელად დავტოვეთ.

შეხვედოთ, როგორ იმუშავებს და რამდენად ზედმიწევნით შესრულდება მწვანე სტატუსის რეგულაცია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამას სარესტორნე ინდუსტრია გაგებით მოეკიდება [...] ამის შემდეგ შესაძლოა სხვა შეზღუდვების შემსუბუქებაზეც ვიფიქროთ. ახალი წელი მოდის, ბევრი რამ გასათვალისწინებელი იქნება, მაგრამ მანამდე საკმაოდ საკმარისია ის ლიბერალიზაცია, რაც გვინდა 1 დეკემბრიდან რომ დავუშვათ, საათობრივ შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით, მაგრამ უნდა დავაკვირდეთ, როგორ შესრულდება მწვანე პასპორტთან დაკავშირებული რეგულაციები.

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. რესტორნებს 1 დეკემბრიდან საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ და მხოლოდ მწვანე სტატუსის მქონე სტუმრების მიღება შეეძლებათ.

კომენტარები