ხელისუფლების მხრიდან ლომჯარიაზე თავდასხმები ერთადერთ რამეზე მიუთითებს, რომ მათ უნდათ, რომ ომბუდსმენიც, რომელიც არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ხელისუფლების ზეგავლენისგან გათავისუფლებული, იყოს ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ ისევე, როგორც ჰყავთ სასამართლო კლანი, მაგალითად. ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, ომბუდსმენის როლი რა არის, მოდარაჯე ადამიანია, რომელიც ხელისუფლების ცოდვებს ფართოდ გახელილი თვალებით უყურებს და მე მგონია, ნინო ლომჯარია კარგად ართმევს ამ ფუნქციას თავს. ზუსტად ამაზე მიუთითებს ის, რომ ხელისუფლებას სტკივა. ამიტომ, ხელისუფლების განწყობები ცალსახად არის საუკეთესო ავტორიტარული გაგრძელებები და ბოლო თვეების განმავლობაში პროცესიც ამას მიუთითებს, რომ ხელისუფლებამ არჩია რუსული ყაიდის პოლიტიკა, სადაც ვინც მას არ ეთანხმება, ის ხდება მტერი – ჟურნალისტის, პოლიტიკოსიც, მოსამართლეც და აწ უკვე სახალხო დამცველიც, სამწუხაროდ.
ევროპული საქართველო
ნონიაშვილი: ხელისუფლებამ არჩია რუსული პოლიტიკა, სადაც ვინც არ ეთანხმება, ის ხდება მტერი
tbl.ge/5rzk
დაკოპირდა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ნონიაშვილმა ხელისუფლების წევრების მხრიდან სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე თავდასხმები შეაფასა.
გიორგი ნონიაშვილიევროპული საქართველოსახალხო დამცველინინო ლომჯარიათავდასხმები სახალხო დამცველზეომბუდსმენითავდასხმები ომბუდსმენზე
ამავე თემაზე
- წერეთელი: ევროპული საქართველო კოალიციის ნაწილი იქნება, მალე გაცნობებთ, რომლის
- ევროპული საქართველო სოფო სიუკაევამაც დატოვა
- ვინ წავიდა ევროპული საქართველოდან და ვინ დარჩა პარტიაში
- წერეთელი: სამადლობელი იმაში, რომ პარტია დატოვა ამ ჯგუფმა, ნამდვილად არაფერი არ არის
- ბოკერია: ვტოვებ თავმჯდომარეობას, ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში, ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში




