ვარდების რევოლუცია

ხოშტარია: გული დამწყდა, დღეს ჯაჭვში არ ვიდექი, ვარდების რევოლუციის იდეა ბოლომდეა მისაყვანი

ყველა ისტორიული დღესასწაულის მიმართ, გახსენების და დაფასების გარდა, სულ პასუხისმგებლობის გრძნობა მაწვება ხოლმე. წარსულის გააზრება, პირველ რიგში, მომავლის კონტექსტშია სასარგებლო.

ჰოდა, ვარდების რევოლუციის იდეა ბოლომდეა მისაყვანი, ძლიერი სასამართლოთი და ინსტიტუტებით, სადაც ადამიანი მიზანია და არა საშუალება.

გული დამწყდა, რომ დღეს ფიზიკურად ჯაჭვში არ ვიდექი, მაგრამ ყურებით კი ვისიამოვნე და მუხტიც მივიღე.

წერს პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია. 23 ნოემბერს ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავზე მოქალაქეებმა თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.

კომენტარები