არჩევნები 2021

კირთაძე: ქართულ ოცნებას სურს ბათუმში ვადაგასულ საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტი მიაღებინოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერისა და ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატის, გიორგი კირთაძის თქმით, მმართველ პარტიას გადაწყვეტილი აქვს, რომ ბათუმის ვადაგასულ საკრებულოს კანონდარღვევით 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცებინოს.

"ქართულ ოცნებას გადაწყვეტილი აქვს დაშალოს ოპოზიციური საკრებულო. მათ არ უნდათ, რომ ბათუმში ჩატარდეს მერის ხელახალი არჩევნები და მოიფიქრეს შემდეგი გამოსავალი – ვადაგასულ საკრებულოს ყოველგვარი წესის, კანონის, მორალის, სამართლიანობის დარღვევით მიაღებინონ 2022 წლის ბიუჯეტი. ამაზე ხმა უნდა ამოიღონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა. იმ ადამიანებმა და ორგანიზაციებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობის, როგორც ინსტიტუციის განმტკიცებისთვის ძალიან დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს ხარჯავდნენ საქართველოში". – თქვა გიორგი კირთაძემ.

ოპოზიციის ლიდერების თქმით, ბათუმის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის დასამტკიცებლად რიგგარეშე სხდომა ჩანიშნეს.

2021 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმში საკრებულოს არჩევნებში ქართუმა ოცნებამ ხმების 39.82% აიღო, ენმ-მ – 38.41%, ხოლო პარტიამ საქართველოსთვის – 10.03%. 

კომენტარები