ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრომ ვალდებულებების აუქციონზე 85 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 22 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 85 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

სებ-ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.

მოთხოვნამ 173 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.1%-ით, მაქსიმალური 9.25%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.15%-ით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125%-ით განისაზღვრა.

სახაზინო ვალდებულება ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახელმწიფო ქაღალდია. მისი გაყიდვით სახელმწიფო ვალს იღებს, რომელსაც შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით ფარავს. შესაბამისად, გაყიდვის მიზანი მთავრობის ხარჯვის მხარდაჭერაა.

კომენტარები