ისრაელი

ჰამასის წევრმა იერუსალიმში მოკლა ერთი და დაჭრა სამი ადამიანი

Reuters

დაჯგუფება ჰამასის შეიარაღებულმა წევრმა იერუსალიმის ძველ ქალაქში ერთი ადამიანი მოკლა, სამი კი – დაჭრა. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა.

ეს ბოლო ოთხ დღეში იერუსალმში მეორე თავდასხმაა. ინციდენტი ძველ ქალაქში ალ-აქსას მეჩეთის ახლოს, კარიბჭესთან მოხდა. ალ-აქსას მეჩეთი მუსლიმებისთვის მნიშვნელობით მესამე წმინდა ადგილია.

ისრაელის უშიშროების მინისტრის ომერ ბარლევის თქმით, კაცი აღმოსავლეთ იერუსალიმიდან იყო. ჰამასმა დაადსტურა, რომ თავდამსხმელი დაჯგუფების წევრი იყო.

სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სერიოზულად დაშავდა ორი სამოქალაქო პირი, რომელთაგან ერთ-ერთი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ასევე მსუბუქად დაიჭრა ორი პოლიციელი.

ისრაელის პრემიერმინისტრმა ნაფთალი ბენეტმა იერუსალიმის გარშემო უსაფრთხოების ზომების გაძლიერების განკარგულება გასცა.

"ასეთ დილას შეგვიძლია იმით გავიხნევოთ თავი, რომ დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვეტილება მიიღო ჰამასი, მათ შორის მისი პოლიტიკური ფრთაც ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა." – თქვა ბენეტმა.

დიდმა ბრიტანეთმა ჰამასი, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ტერორისტული ორგანიზაციების სიაში 19 ნოემბერს შეიყვანა. გადაწყვეტილებამ ჰამასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პოზიცია აშშ-სა და ევროკავშირის პოზიციებს დაუახლოვა.

კომენტარები