COVID-19

ავსტრია COVID-19-ის გამო სრულ ლოკდაუნს აბრუნებს, სავალდებულო ვაქცინაციას აპირებს

ავსტრია დასავლეთ ევროპაში გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც დააბრუნებს სრულ ლოკდაუნს, რათა შემცირდეს Covid-19-ის შემთხვევები, რომელიც ახალი ტალღის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასევე, მთელ მოსახლეობას სავალდებულო აცრას თებერვლიდან მოსთხოვენ. ამის შესახებ ავსტრიის მთავრობამ პარასკევს, 19 ნოემბერს გამოაცხადა. 

სრულად აცრილია ავსტრიის მოსახლეობის, დაახლოებით, 2/3, რაც დასავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

ორშაბათს, 15 ნოემბერს ავსტრიის მთავრობამ გამოაცხადა ლოკდაუნი მხოლოდ აუცრელი პირებისთვის, თუმცა მას შემდეგ ვირუსით ინფიცირების რიცხვებმა ახალ რეკორდებს მიაღწია. ავსტრიის ინფიცირებულთა რაოდენობა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ყოველ 100 000 ადამიანზე 991 ინფიცირებული მოდის.

"ვერ შევძელით საკმარისი ხალხი დაგვერწმუნებინა, რომ აცრილიყვნენ", – თქვა ავსტრიის კანცლერმა, ალექსანდერ შალენბერგმა.

კანცლერის თქმით, ლოკდაუნი ქვეყანაში ორშაბათიდან, 21 ნოემბრიდან დაიწყება და 20 დღე გაგრძელდება და დაამატა, რომ ვაქცინაცია სავალდებულო 1-ელი თებერვლიდან გახდება. 

კომენტარები