საგარეო ვაჭრობა

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეული

earth.com

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23%-ით მეტია.

ექსპორტი 24.9%-ით გაიზარდა და 3.39 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 22.3%-ით, 7.95 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის პირველ 10 თვეში 4.56 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2%-ა.

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის ბრუნვის მიხედვით:

  • თურქეთი - 1.67 მილიარდი დოლარი;
  • რუსეთი - 1.29 მილიარდი დოლარი;
  • ჩინეთი - 1.22 მილიარდი დოლარი;
  • აზერბაიჯანი - 892 მილიონი დოლარი;
  • აშშ - 643 მილიონი დოლარი;
  • უკრაინა - 599 მილიონი დოლარი;
  • სომხეთი - 555 მილიონი დოლარი;
  • გერმანია - 444 მილიონი დოლარი;
  • ბულგარეთი - 335 მილიონი დოლარი;
  • იტალია - 247 მილიონი დოლარი.

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 655.6 მილიონი დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 377.9 მილიონი დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.1%), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 373.3 მილიონი დოლარით (11.0%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 706.7 მილიონი დოლარი და მთელი იმპორტის 8.9% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 651.9 მილიონი დოლარით (იმპორტის 8.2%), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 564.8 მილიონი დოლარით (იმპორტის 7.1%).

 

კომენტარები