საგარეო ვაჭრობა

2021 წლის 10 თვეში ექსპორტი 24%-ით, იმპორტი კი 22%-ით გაიზარდა, უარყოფითი ბალანსი 4.5 მილიარდია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23%-ით მეტია.

ექსპორტი 24.9%-ით გაიზარდა და 3.39 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 22.3%-ით, 7.95 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის პირველ 10 თვეში 4.56 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2%-ა.

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 655.6 მილიონი დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 377.9 მილიონი დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.1%), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 373.3 მილიონი დოლარით (11.0%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 706.7 მილიონი დოლარი და მთელი იმპორტის 8.9% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 651.9 მილიონი დოლარით (იმპორტის 8.2%), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 564.8 მილიონი დოლარით (იმპორტის 7.1%).

საქსტატი


 

კომენტარები