ხელისუფლებამ გაატარა რეფორმები იმისთვის, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ის, რაც ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ადამიანების წამება, გაუპატიურება... ეს რეფორმა ყოფილიყო გატარებული. აქედან გამომდინარე, როგორც მე, ისევე ყველა ჩემი კოლეგა არაერთხელ მოუწოდებდა მიხეილ სააკაშვილს იმასთან დაკავშირებით, რომ მას შეეწყვიტა შიმშილობა. ახლა რაც შეეხება ამ კონკრეტულ მოცემულობას [მიხეილ სააკაშვილის გონების დაკარგვას], პატიმრის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე პროფესიონალები მიიღებენ გადაწყვეტილებებს.
tbl.ge/5rs9
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, თამარ ტალიაშვილი ჟურნალისტებთან. 18 ნოემბერს, შიმშილობის 48-ე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა, ის რეანიმაციაში და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




