მიხეილ სააკაშვილი

კობახიძე: ყველაფერი არის მიხეილ სააკაშვილის ხელში, შეუძლია, შიმშილობა შეწყვიტოს

სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება რომ შეასრულოს სააკაშვილმა, ბუნებრივია, ყველაფერი შეიცვლება, მაგრამ ეს არის შანტაჟის ფორმა, რომელსაც ის იყენებს, რაც ძალიან სამწუხაროა. 

[...] ყველაფერი არის მიხეილ სააკაშვილის ხელში - მას შეუძლია დაუყოვნებლივ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ის შეწყვეტს შიმშილობას და ელენე ხოშტარია შეწყვეტს შიმშილობას. მაგრამ, ის ამას არ აკეთებს ერთი მარტივი მიზეზის გამო - ის არის ღირებულებით კონფლიქტში სტრასბურგის სასამართლოსთან და, ზოგადად, ყველაფერთან, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას. სააკაშვილი 48-ე დღეა, შიმშილობს. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

კომენტარები