კოალიციურ ფორმატში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამოვაცხადოთ ფართო საზოგადოებრივი პლატფორმა. ანუ ზეპარტიული მოძრაობა, იმიტომ რომ ის საკითხი, რომელიც დღეს ჩემმა მეგობრებმა დააყენეს, რომ ჩვენს თვალწინ ხდება ჩვენი ქვეყნის კურსის შეცვლა. უკვე დეკლარირებულად შეცვლა. ქვეყნის ისევ იმპერიის წიაღში დაბრუნება - ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ეს არ არის რომელიმე პარტიის საქმე. ეს არის თითოეული ჩვენი თავისუფალი მოქალაქის საქმე. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ რომ ყველაფერი გადავდოთ გვერდზე და შემოუერთდით, ყოველგვარი პარტიული კუთვნილების მიუხედავად. თავისუფალმა ადამიანებმა უნდა დავიცვათ თავისუფალი ქვეყანა და ჩვენი დამოუკიდებლობა. სწორედ ამ პლატფორმას ექნება ის ძალა, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ყველა იმ მცდელობას, რომელსაც რამდენიმე წელიწადია ქართული ოცნება საზოგადოებას თავს ახვევს და უცვლის ამ ქვეყანას კურსს, ამას არ დავუშვებთ. ამიტომ მოგიწოდებთ მწერლებს, პოეტებს, სპორტსმენებს, მეცნიერებს, ექიმებს, ყველას, რომ შემოგვიერთდით - ეს არ არის პარტიული ღონისძიება, ეს არის ზეპარტიული ღონისძიება, იმიტომ რომ საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის კურსს.
tbl.ge/5rox
დაკოპირდა

ამბობს ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე. პარასკევს, 19 ნოემბერს, 15:00 საათზე სამი ლოკაციიდან მსვლელობა გაიმართება.
მამუკა ხაზარაძელელოსაპროტესტო აქციამიხეილ სააკაშვილიქართული ოცნებაოპოზიციის აქცია.მიხეილ სააკაშვილის დაკავება
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




