მე-10 მოწვევის პარლამენტი

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც ჩატარდება – პარლამენტმა კანონი დაამტკიცა

პარლამენტმა მესამე მოსმენით 81 ხმით მიიღო მიიღო საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარებას და მოპედების რეგისტაციას.

კანონპროექტი ითვალისწინებს:

  • სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღებისთვის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაწესებას, რომლის დროსაც გამოცდის ჩაბარება მოხდება რეალურ პირობებში;
  • მოპედების რეგისტაციას.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით,  მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება 2022 წლის 28 მარტიდან და შესაბამისად, აუცილებელი იქნება მართვის მოწმობის ქონა, მანამდე კი ამ პროცესს ექნება ნებაყოფლობითი ხასიათი.

მისივე თქმით, 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო გახდება რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება, საუბარია მსუბუქ ავტომობილებზე, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან კი რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება ყველასთვის სავალდებულო იქნება.

კომენტარები