მიხეილ სააკაშვილი

დეკანოზი თამაზი ხელისუფლებას: გადაიყვანეთ დაუძლურებული პრეზიდენტი საავადმყოფოში

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას: ნუ გაიმეორებთ 30 წლის წინანდელ ტრაგედიას, მოიქეცით სულგრძელად და ქრისტიანულად, აჩვენეთ კაცთმოყვარეობა, არ დაუშვათ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას პატიმრობაში, ადგილს ნუ დაუთმობთ შურისძიებას და ბოროტებას, თორემ ტალღასავით მოედება ეს ბოროტება მთელ ქვეყანას და გაგვანადგურებს ყველას. გადაიყვანეთ დაუძლურებული პრეზიდენტი საავადმყოფოში და აღმოუჩინეთ დახმარება. ყველაფერი და ყველა ძალაუფლებაც წარმავალი და დროებითია ამ ქვეყანაზე და საქართველოს მომავალი არ გვაპატიებს ამ ცოდვას!

წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე Facebook გვერდზე.

კომენტარები