გირჩი - მეტი თავისუფლება

ზურა ჯაფარიძე სუს-ის შენობის ბლოკირებისას მანქანით ევაკუატორმა გაიყვანა [VIDEO]

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სახელმწიფო უსაფრთხოების (სუს) შენობის შესასვლელის ბლოკირებისას მანქანით ევაკუატორმა გაიყვანა. ამ დროს ზურა ჯაფარიძე ავტომობილში იჯდა.

გირჩი-მეტი თავისუფლების წევრებმა და მხარდამჭერებმა ექვს ქალაქში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფისების ბლოკირება მოახდინეს – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავსა და გორში.

სუს-ის შენობების ბლოკირებისას, ბათუმში პოლიციამ პარტიის წევრი, გიორგი ფუტკარაძე დააკავა. ასევე თელავში დაკავებულია მწერალი და ტელეწამყვანი ტორესა მოსი. 

გირჩი-მეტი თავისუფლების პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის კიდევ ერთ წევრს, ბადრი გრიგალაშვილს პოლიციამ ტელეფონი წაართვა და მასთან კონტაქტს ვერ ამყარებენ.

კომენტარები