მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ჰარცელი: სააკაშვილის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია და ხელისუფლების პასუხისმგებლობაა

რა თქმა უნდა, ახლოდან ვაკვირდებით ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიტუაციას, ნდობით აღჭურვილ სანდო ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, როგორიცაა სახალხო დამცველი. 

დასაწყისშივე, ევროკავშირმა ცხადყო, რომ მისი უფლებების დაცვა და სამართლებრივი პროცესი არის მნიშვნელოვანი და ეს სრულად არის საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ეს უფლებები მოიცავს გამჭვირვალე და სამართლიან სასამართლოში წარდგენას, ადკევატურ ჯანდაცვის უფლებას, ასევე პირადულობისა და ღირსების შენარჩუნებას ციხეში ყოფნის დროს. საქართველოს მთავრობამ ყველანაირად უნდა სცადოს ამ უფლებების დაცვა. 

თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამართულ ონლაინ შეხვედრაზე.

კომენტარები