მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კობახიძე: [პატიმრების რეაქცია] მოსალოდნელია, იმის გამო, თუ რა აკავშირებს სააკაშვილს ციხესთან

შეიძლება, ეს იყო სავარაუდო იქიდან გამომდინარე, თუ რა წარსული აკავშირებს მიხეილ სააკაშვილს ციხესთან, ჩვენ რა შუაში ვართ, კაცო? რაც შეეხება მიხეილ სააკაშილს, გუშინ წამოსცდა ერთ-ერთ მის თანაგუნდელს, რომ 2012 წლამდე, როცა ის იყო რეჟიმის ხელმძღვანელი, განსაკუთრებით გლდანის ციხე იყო წამების, არაადამიანური მოპყრობის ნამდვილი ბუდე და ეს იყო მიხეილ სააკაშვილის შემოქმედება. 

დღეს საუბარია იმაზე, რომ ამ ადამიანმა 6-წლიანი სასჯელიც კი არ უნდა მოიხადოს, ადამიანმა, რომელიც წლების მანძილზე აწამებდა ადამიანებს, ეპყრობოდა არაადამიანურად - მისი დაკვეთით ხდებოდა ყველაფერი და ამის მსხვერპლი გახდა ათასობით ადამიანი.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანაზე საუბრისას. კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გლდანის ციხეში სააკაშვილის მისამართით პატიმრების გინება ისმოდა. სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, გინება სააკაშვილს პალატაშიც ესმოდა

კომენტარები