მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა

ლომჯარია: სააკაშვილი აცხადებს, რომ პატიმრების შეძახილები პალატაშიც ესმოდა

პატიმრების შეძახილები ნამდვილად არის, დავადასტურებ. გარეთ ნამდვილად ისმის. როგორც ის აცხადებს, მას ესმოდა პალატაშიც, თუმცა, მე როდესაც იქ ვიყავი, ტელევიზორიც იყო ჩართული და არ მესმოდა ნამდვილად, მაგრამ შესვლის დროსაც და გამოსვლის დროსაც ეს ხმაური მე დავაფიქსირე. 

თქვა სახლახო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან. მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბერს, ადვოკატებისა და ოჯახის წევრების გაუფრთხილებლად, გლდანის N18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. გლდანში პატიმრები ექსპრეზიდენტის მიმართ იგინებოდნენ

კომენტარები