მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კობახიძე: ნინო ლომჯარია აჩვენებს, რატომ არ შეიძლება თანამდებობის მიცემა ნაცმოძრაობისთვის

სახალხო დამცველს და ნაცმოძრაობის დანარჩენ წარმომადგენლებს აქვთ ერთიდაიგივე დღის წესრიგი. ერთადერთი მიზეზით უნდათ მათ სააკაშვილის რამენაირად სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. რაც შეეხება სახალხო დამცველის და სხვა ნაციონალების განზრახვას, მიზეზი არის მარტივი, მიზეზი არის, რომ სამოქალაქო საავადმყოფოსთან ბევრად მარტივია მათი გეგმების აღსრულება, რომელიც გუშინ ვიხილეთ. ეს კიდევ აჩვენებს რას, რომ ჩვენ ვსაუბრობდით მათ რევანშისტულ განზრახვებზე, რასაც არ უწერია აღსრულება. ნინო ლომჯარია აჩვენებს, რატომ არ შეიძლება არცერთი თანამდებობის მიცემა ნაცმოძრაობისთვის, იმიტომ, რომ იყენებენ სიცრუისთვის, ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი. 

თქვა ქართული ოცნების თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. გუშინ, 8 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის კლინიკაში 38-დღიანი შიმშილობის შემდეგ გადაიყვანეს. ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას.

კომენტარები