მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა

გვარამია: გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გლდანის ციხეში სააკაშვილს სცემეს, გამოაქვეყნეთ ვიდეო

იუსტიციის ფარჩაკი მინისტრი ამბობს, რომ სააკაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეთვრამეტე დაწესებულების პერსონალს.

ღიად ვაცხადებ, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეყვანისას მიხეილ სააკაშვილს გაუსწორდნენ ფიზიკურად და ახლა მიზეზს ამზადებენ, რომ დაზიანებები პაციენტის აგრესიით ახსნან.

ამ ეჭვს ამძაფრებს ისიც, რო ჯერჯერობით მიხეილ სააკაშვილი ჩვენთვის ცნობილ არც ერთ ადამიანს თუ თანამდებობის პირს არ უნახავს პირადად.

ჩვენი ეჭვების გასაფანტად, ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის და მისი ფიზიკური მდგომარეობის ამსახველი ვიდეოების დაუყოვნებლივ გამოქვეყნებას

წერს Facebook-ზე მთავარი არხის დირექტორი, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ TV იმედის ეთერში თქვა, რომ "როდესაც მიხეილ სააკაშვილი შეასახლეს ახალ, N18 დაწესებულებაში, მან მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომლებს, ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ ამ თანამშრომლების შეურაცხყოფის უფლებას, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება".

კომენტარები