მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა

ბრეგაძე: სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა, შესაბამისი რეაგირება იქნება

როდესაც მიხეილ სააკაშვილი შეასახლეს ახალ, N18 დაწესებულებაში, მან სამწუხაროდ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომლებს, ისინი 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და თითოეული პატიმრის უფლების დაცვაზე, ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ ამ თანამშრომლების შეურაცხყოფის უფლებას, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ჩვენი მხრიდან, ვსწავლობთ ამ საკითხს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერავის, ვინც არ უნდა იყოს ის, ვერ მივცემთ უფლებას, ჩვენს საამაყო თანამშრომლებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ამ ქვეყნის სამსახურში არიან და თვეების განმავლობაში  საკუთარ ოჯახსაც ვერ ნახულობენ, ვერავის მივცემთ ამის უფლება და ბუნებრივია, ვერავის მივცემთ უფლებას.

საზოგადოებისთვის ყველაფერი მალე გახდება ცნობილი. გენერალური ინსპექცია დაიწყებს შესწავლას და ეცნობება საზოგადოებას და ადვოკატებს

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე TV იმედის ეთერში. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 38-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოპოზიცია, ექიმები და სამოქალაქო სექტორი მის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა. ამ მოთხოვნით მეექვსე დღეა შიმშილობს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

კომენტარები